თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვსს და ამისთვის ბოლო ვადას აძლევს.
როგორც თამაზაშვილმა აღნიშნა, თუ პრემიერი მას შეხვდება, ეს ოჯახს გამოძიების მიმართ გარკვეულ ნდობას შეუნარჩუნებს.
„იგნორს გვიკეთებენ რა...ჩვეულებრივი წიწილა მოკვდა და იმისი დედაა. მერე რა, რა მოხდა. ჩვეულებრივ მოკვდავთან პრემიერ-მინისტრი რატომ უნდა მივიდეს, ალბათ ეგრე ფიქრობს. კი ბატონო თავის გადასაწყვეტია. დღეს ბოლო დღეა, ვითხოვ, რომ გამოიჩინოს კეთილი ნება და შემხვდეს, რომ კიდევ რაღაც ნდობის ფაქტორი გამოვუცხადო მას, რომ ჩემი შვილის საქმე ნამდვილად იქნება გამოძიებული“, - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "შაბათის ფორმულამ" საგამოძიებო უწყებიდან სანდო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაჩალიაშვილმა სამი მაღალჩინოსნის მაკომპრომეტირებელი მასალები მოიპოვა.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ბაჩალიაშვილის ოჯახმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მოითხოვა.